TIRTIR – კორეული სილამაზის ბრენდი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

2022 წლისთვის კორეულ კუშონის ფენომენს დასავლური სილამაზის ინდუსტრია ბუნდოვნად იცნობდა. 

 

ამავე წელს ერთი კონკრეტული კორეული კუშონი Amazon-ზე #1 გაყიდვადი პროდუქტი გახდა არა მხოლოდ ტონალურების – და არც მხოლოდ კორეული თავის მოვლის პროდუქციაში – არამედ კოსმეტიკის სრულ კატეგორიაში.

 

მსგავს პრეცედენტს ამ მომენტამდე არ უარსებია. 

 

ბესტსელერი კუშონი კორეულ ბრენდს, TIRTIR-ს ეკუთვნის და დღეს სწორედ მის წარმატებაზე მოგიყვებით. 

ბრენდის ისტორია

ტირტირი დააარსა ლი იო ბინმა, რომელმაც ჯერ მოდის ინდუსტრია შეისწავლა თავიდან ბოლომდე, ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია გახსნა და ინფლუენსერი გახდა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის დაწყება.

პირველი გაჩერება: იაპონია

სანამ ბრენდი შეერთებულ შტატებში მოიპოვებდა სახელს, მან ჯერ იაპონია მოიარა, რაც თავის მოვლის ნებისმიერი ბრენდისთვის დიდი გამოცდაა. იაპონიას საკუთარი, დახვეწილი სილამაზის კულტურა აქვს და იაპონელი მომხმარებლები სიახლით ნამდვილად არ ტყუვდებიან იოლად.

 

Mask Fit Red Cushion-ს იაპონიაში 5 მილიონზე მეტი გაყიდული ერთეული ჰქონდა გაშვებიდან ორ წელიწადში, ხოლო 30-ზე მეტი ჯილდო მოიგო ონლაინ და ოფლაინ პლატფორმებზე.

 

წარმატება თავისთავად აისახა რიცხვებში, მაგრამ ამის მიღმაც დაადასტურა მნიშვნელოვანი რამ: ტირტირის პროდუქტები მომხმარებელთან კორეის გარეთაც რეზონირდა.

TikTok-ის ფაქტორი

Tirtir კუშონი ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელდა, მაგრამ არა მარკეტინგული კამპანიის შედეგად. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. 

 

კორეული სილამაზის ინდუსტრია წლების განმავლობაში ჩაკეტილი სისტემა იყო და ვიწრო არეალში ტრიალებდა. ეს ყველაფერი გამოიხატებოდა შედარებით ერთგვაროვანი, უფრო ღია, აღმოსავლური კანის ტონებისთვის შექმნილ პროდუქტებში. 

 

ტირტირმა სინამდვილისგან არც თუ დაშორებული სტერეოტიპი გაარღვია და კუშონის ტონები 3-დან 40-მდე გაზარდა, თანაც სულ რაღაც 6 თვეში. შედეგად, კრეატორებმა საშუალო და მუქი კანის ტონალობების დატესტვა და ვიდეოების ჩაწერა დაიწყეს. ასე გაჩნდა PR ტალღა, რომელმაც პროდუქტი გლობალურ აუდიტორიამდე მიიტანა. 

ამაზონის ბესტსელერი

როგორც დასაწყისშივე ვთქვით, ბრენდისთვის გადამწყვეტი მომენტი ამაზონზე ტირტირის კუშონის ბესტსელერობა გახდა. ტირტირი ამერიკის ბაზარს ნელ-ნელა, ეტაპობრივად მიუახლოვდა.

TIRTIR X K-Pop 

ტირტირმა ძალიან გააზრებულად აირჩია სახეები, რომლებთანაც მომავალში იმუშავებდა. ამისთვის ერთჯერადი მარკეტინგული ხელშეკრულებების გაფორმება ვერ იქნებოდა საკმარისი.

 

2019 წელს ბრენდ ამბასადორი გახდა მსახიობი Park Seo Jun, რამაც ბრენდის სახელი სამხრეთ კორეასა და მთელ აზიაში ხმამაღლა გააჟღერა. 2021 წელს ბრენდმა K-Pop ვარსკვლავთან, Byun Baekhyun-თან გააფორმა კონტრაქტი კუშონისა და გამწმენდი ბალმის მიმართულებით. ყველასთვის, ვისაც კორეული პოპის შესახებ მიახლოებული წარმოდგენა მაინც აქვს, უსიტყვოდ გასაგები იქნება, თუ რა მნიშვნელობის მოვლენაა კორეელ პოპ-ვარკსვლავთან თანამშრომლობის დაწყება. 

 

2025 წელს პირველ გლობალურ ბრენდ ამბასადორად აირჩიეს BTS-ის წევრი Kim Taehyung, იგივე V. V სოციალური მედიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცნობადი სახეა გლობალურ დონეზე, სილამაზისა და მოდის სფეროში კი კულტურული გავლენით ცოტა თუ გაუტოლდება. 

წარმატება რიცხვებში

Goodai Global-ის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი 41.3 მილიარდი კორეული ვონიდან 2022 წელს 330.9 მილიარდ კორეულ ვონამდე გაიზარდა 2024 წლისთვის. 2024 წელს CreatorIQ-ის ანგარიშის მიხედვით, ტირტირი გახდა მსოფლიოში ყველაზე მეტი წლიური ჩართულობის ზრდის მქონე სილამაზის ბრენდი, Earned Media Value გაიზარდა +1,044%-ით და $148.6 მილიონი შეადგინა.

ხშირად დასმული კითხვები

ტირტირის რომელი პროდუქტია ყველაზე პოპულარული?

 

ბრენდის ყველაზე პოპულარული პროდუქტია ტირტირ კუშონი, რომელიც 2022 წელს თავის მოვლის კატეგორიაში Amazon-ის ბესტსელერი გახდა.

 

როგორი ტიპის კანზე გამოიყენება?

ბრენდის პროდუქტები კანის ყველა ძირითადი ტიპისთვის გამოდგება, მათ შორის, მშრალი, კომბინირებული, ცხიმიანი და ნორმალური. ბრენდი ყველაზე პოპულარულია მშრალი და კომბინირებული კანის მქონე მომხმარებელს შორის, თუმცა ცხიმიანი კანისთვის სპეციალურად შექმნილი ფორმულებიც არსებობს.

 

არის თუ არა ტირტირის პროდუქტები მგრძნობიარე კანისთვის შესაფერისი?

დიახ, რადგან კოსმეტიკური პროდუქტები დერმატოლოგიურადაა შემოწმებული, არ შეიცავს პარფიუმს, სულფატებს, პარაბენებს და სხვა მავნე ინგრედიენტებს.