ჩემოდნების ჩალაგება, ფრენების განრიგის გადამოწმება, სასტუმროს ჯავშნები და სანახავი ადგილების სიის შედგენა – მოგზაურობის წინასწარი სამზადისი ყოველთვის სასიამოვნო აურზაურთან ასოცირდება. თუმცა, ამ გრძელ სიაში არის ერთი პუნქტი, რომელსაც მოგზაურთა უმრავლესობა ბოლო წუთისთვის იტოვებს. ხშირად, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ან თუნდაც პასპორტის კონტროლის გავლის მოლოდინში, სმარტფონში ყველაზე ბიუჯეტურ პოლისს ვყიდულობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს მხოლოდ საზღვრის გადასაკვეთად საჭირო ფორმალობაა.
ბევრი ადამიანი შეცდომას სწორედ ამ მომენტში უშვებს. საზღვარგარეთ მომხდარი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, იაფი პოლისი ზოგჯერ საიმედო დაცვის გარანტია არ არის.
რატომ არის ერთი შეხედვით მსგავსი პოლისები განსხვავებული?
ერთი შეხედვით, ყველა სადაზღვევო პოლისი ერთმანეთს ჰგავს. მათ მსგავსი დასახელებები აქვთ, დართულია სამედიცინო ასისტანსის ნომრები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ვიზუალით გამოირჩევიან. თუმცა, განსხვავება დეტალებშია – იმ მცირე შრიფტით ნაწერ პირობებში, რომლებსაც მანამ არ ვკითხულობთ, სანამ რეალური პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდებით.
იაფი პოლისები, როგორც წესი, უკიდურესად შეკვეცილია. ისინი იქმნება იმისთვის, რომ საკონსულოს მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილოს. რეალური კრიზისის დროს კი (მაგალითად: ჯანმრთელობის გაუარესება, ტრავმა თუ რეისის გაუქმება) ფინანსური ტვირთის უდიდესი ნაწილი ისევ მოგზაურის მხრებზე გადადის. საზღვარგარეთ სამედიცინო სერვისების ფასების გათვალისწინებით, პოლისის შეძენისას გაკეთებულმა ეკონომიამ შესაძლოა რამდენიმე ათასი ევროს ზარალი მოგიტანოთ.
ახლა განვიხილავთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებსაც მოგზაურები ბიუჯეტური დაზღვევის შერჩევისას უშვებენ.
შეცდომა 1 – ყურადღება მხოლოდ ფასს ექცევა, დაფარვას არა
ხშირად მომხმარებელი ორ სხვადასხვა შეთავაზებას ადარებს და იმას ირჩევს, რომელიც 5 ან 10 ლარით იაფია. თუმცა, იაფფასიანი პოლისი ხშირად არ მოიცავს ისეთ აუცილებელ სერვისებს, როგორიცაა:
- კბილის მწვავე ტკივილის გადაუდებელი მკურნალობა (ან მოიცავს მცირე ლიმიტით, მაგალითად, 50 ევრომდე);
- ქრონიკული დაავადებების მოულოდნელი გამწვავება;
- რეპატრიაციის (სამშობლოში ტრანსპორტირების) სრული ხარჯები.
თუ პოლისის ფასი საეჭვოდ დაბალია, ეს იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიამ რისკები მაქსიმალურად შეამცირა დაფარვის ხარჯზე. შესაბამისად, მარტივი ვირუსული ინფექციის დროსაც კი, კლინიკაში ვიზიტისას შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ კონსულტაციის საფასურს დაზღვევა არ ანაზღაურებს.
შეცდომა 2 – არ ამოწმებ სამედიცინო ლიმიტს
ევროკავშირის ქვეყნებისთვის სტანდარტული მინიმალური სამედიცინო ლიმიტი 30 000 ევროს შეადგენს. ერთი შეხედვით, ეს დიდი თანხაა, თუმცა რეალობა სხვაგვარია. განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, კანადასა თუ დასავლეთ ევროპაში, ჰოსპიტალიზაციისა და ქირურგიული ჩარევის ღირებულება ძალიან მაღალია.
მაგალითად, მარტივი აპენდიციტის ოპერაცია და საავადმყოფოში 2-დღიანი დაყოვნება ევროპის წამყვან კლინიკებში შესაძლოა 15 000-დან 25 000 ევრომდე დაგიჯდეთ. თუ თქვენს პოლისს აქვს შიდა ლიმიტები (მაგალითად, მედიკამენტებზე ან კონკრეტულ მანიპულაციებზე), ლიმიტს მიღმა დარჩენილი თანხის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ. საზღვარგარეთ ყოფნისას, საიმედო ჯანმრთელობის დაზღვევა და მისი ადეკვატური ლიმიტები თქვენი ფინანსური სიმშვიდის ერთადერთი გარანტიაა.
შეცდომა 3 – ფიქრობ, რომ ბარგის დაკარგვა და რეისის გადადებაც ანაზღაურდება
ბევრ მოგზაურს არასწორად ჰგონია, რომ ბარგის დაკარგვას ან ფრენის გადადებას ნებისმიერი საგზური დაზღვევა ანაზღაურებს. რეალურად, საბაზისო (იაფი) პოლისები მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ხარჯებს ფარავს.
თუ ავიაკომპანიამ ბარგი დაკარგა, დააზიანა ან ფრენა 12 საათით გადაიდო, რის გამოც სასტუმროს ჯავშანი დაგეკარგათ, იაფი პოლისი ამ ზარალს არ მოიცავს. ბარგის, რეისის დაგვიანებისა თუ იურიდიული დახმარების რისკების დაზღვევა პოლისში დამატებითი ოფციის სახით უნდა იყოს გააქტიურებული. ეს პოლისის ღირებულებას უმნიშვნელოდ ზრდის, თუმცა რეალური პრობლემის დროს მიხვდებით, რომ აღნიშნული ხარჯი ნამდვილად გამართლებულია.
შეცდომა 4 – გგონია, რომ იაფი პოლისი ექსტრემალურ გართობასაც ფარავს
საჰაერო ბურთით ფრენას აპირებთ? თხილამურებით სრიალს გეგმავთ? თუ უბრალოდ გსურთ სკუტერის დაქირავება გსურთ?
სტანდარტული, იაფი სამოგზაურო დაზღვევა ყველა ამ აქტივობას „ექსტრემალურ სპორტად“ ან „მაღალი რისკის შემცველ საქმიანობად“ აკლასიფიცირებს და გამონაკლისებში ავტომატურად სვამს. თუ სკუტერით გადაადგილებისას მსუბუქი ტრავმა მიიღეთ და იაფი პოლისი გაქვთ, კომპანია კანონიერად გეტყვით უარს ანაზღაურებაზე, რადგან სპორტული/აქტიური დასვენების რისკი პოლისში არ გქონდათ ჩართული.
შეცდომა 5 – დაზღვევის დაგვიანებით შეძენა და არასწორი დღეების შერჩევა
დაზღვევის შეძენის ვადები კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა. პოლისი უნდა ფარავდეს მოგზაურობის მთელ პერიოდს – საქართველოდან გასვლის წუთიდან უკან დაბრუნებამდე. ხშირად მოგზაურები დროის სარტყელებს ან ტრანზიტულ აეროპორტებში გატარებულ საათებს არ ითვალისწინებენ.
რაც ყველაზე მთავარია, დაზღვევის შეძენა ქვეყნის დატოვების შემდეგ შეუძლებელია. თუ საზღვარი უკვე გადაკვეთეთ და პოლისი ამის შემდეგ ონლაინ იყიდეთ, ის ბათილად ჩაითვლება. სადაზღვევო კომპანიები მარტივად ამოწმებენ საზღვრის კვეთის თარიღს და ასეთ დროს ასისტანსი დახმარებაზე უარს ამბობს.
როგორ უნდა აარჩიოთ პოლისი, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ?
სამოგზაურო პოლისის სწორად შერჩევა დიდ დროსა და ძალისხმევას სულაც არ მოითხოვს. მთავარია, იცოდეთ, რას მიაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში, უარი თქვით პრინციპზე „ყველაზე იაფი“. შეძენამდე დასვით რამდენიმე მთავარი კითხვა:
- რა არის სამედიცინო ლიმიტი და არის თუ არა მასში ფრანშიზა? (ფრანშიზა არის თანხის ის მინიმუმი, რომელსაც ყოველი შემთხვევისას თავად იხდით);
- ფარავს თუ არა პოლისი ჩემს აქტივობებს? (სრიალი, ცურვა, მთაში ლაშქრობა);
- რომელი ასისტანსი ემსახურება კომპანიას? (საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც უცხოეთში კლინიკებთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს).
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორად ისეთი საიმედო კომპანიის არჩევა, როგორიც ირაოა. კომპანია მომხმარებელს გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი ყველა ლიმიტი, გამონაკლისი და უფლება-მოვალეობა. მოგზაურს საშუალება აქვს, პოლისი საკუთარ ტურისტულ გეგმებს მოარგოს და დაამატოს ბარგის დაზღვევა, რაც მისი სიმშვიდისთვისაა აუცილებელი.
გახსოვდეთ, სამოგზაურო პოლისი საზღვარზე წარსადგენი უბრალო ფორმალობა არ არის. ის იმისთვის არსებობს, რომ სახლიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით მოულოდნელი პრობლემების წინაშე მარტო არ დარჩეთ. გააკეთეთ სწორი არჩევანი და იმოგზაურეთ მშვიდად.
