საქართველოს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ TAX FREE სერვისით საქართველოს რიგ სავაჭრო ობიექტებში, რაც გულისხმობს შეძენილი საქონლის სარეალიზაციო ფასის 18%-მდე შემცირებას.
გადასახადის დაბრუნების დახლი (VAT REFUND) განთავსებულია სარეგისტრაციო დარბაზის მარჯვენა კუთხეში. გადასახადების დაბრუნებისთვის აუცილებელია წარმოადგინოთ შეძენილი საქონლის ქვითრები, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების ფორმა, რომელიც ივსება სავაჭრო ობიექტზე.
გადახდილი დღგ თანხა დაუყოვნებლივ დაგიბრუნდებათ ნაღდი ფულით, ან სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია თანხის დარიცხვა საკრედიტო ბარათზეც.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდს: www.rs.ge