პირველი დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი რეგიონში
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიზანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნაა. მიზნის მიღწევით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ბილეთის ხელმისაწვდომი ფასი საქართველოს ტურისტულად აქტიურ ზონას ხდის და საშუალებას აძლევს ადგილობრივ მგზავრბს სხვადასხვა მიმართულებით დაბალ ფასად იმოგზაურონ.
ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობები
ქუთაისის აეროპორტს ადგილმდებარეობით რეგიონში საკვანძო მნიშვნელობა აქვს. თბილისიდან ორას კილომეტრში მდებარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 300კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. ხელსაყრელი კლიმატური პირობების და ინფრასტრუქტურის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სათადარიგო მნიშვნელობისაა. აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა. აეროპორტის შესაძლებლობებში ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შედის. მას შეუძლია ერთდროულად მიიღოს ორი და გაამგზავროს სამი რეისი.