ფრენის კომპენსაცია ქუთაისიდან 600 ევრო

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის №122 „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის ფრენის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების თანახმად, საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს აქვთ შემდეგი უფლებები:

საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევაში:

პირველ რიგში უნდა გამოვლინდეს მოხალისე პირები და ავიაკომპანიამ მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგ ორ პირობას შორის:

  • ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი.
  • თანაბარი პირობებით, დანიშნულების ბოლო პუნქტამდე, ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა;
  • თუ ქალაქს ემსახურება რამდენიმე აეროპორტი და ავიაკომპანია სთავაზობს მგზავრს დაშვებას აეროპორტში, რომელიც განსხვავდება მგზავრის მიერ წინასწარ დაგეგმილი აეროპორტისგან, მგზავრის გადაადგილების ღირებულება ალტერნატიული აეროპორტიდან სხვა ნებისმიერ აეროპორტამდე, მთლიანად ეკისრება ავიაკომპანიას.

იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა მოხალისე პირთა საკმარისი რაოდენობა, ავიაკომპანიას უფლება აქვს უარი უთხრას მგზავრებს საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შემდეგი სახის სერვისებით:

ფრენის კომპენსაცია:

ფრენის კომპენსაცია განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

  1. 250 EUR – 1500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას;
  2. 400 EUR – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას;
  3. 600 EUR – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.

ავიაკომპანიას უფლება აქვს შეამციროს ფრენის კომპენსაციის ოდენობა 50%-ით იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს შესთავაზეს ფრენა ალტერნატიული მარშრუტით დანიშნულების ბოლო პუნქტამდე და ჩაფრენის დრო არ აღემატება ბილეთში მითითებულ ჩაფრენის დროს:

  • ორი საათით – 1500 კილომეტრამდე მანძილზე;
  • სამი საათით – 1500-დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე;
  • ოთხი საათით – 3500-ზე მეტ მანძილზე.

ფრენის კომპენსაცია გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

ანაზღაურება ან ალტერნატიული მარშრუტი:

ავიაკომპანიამ მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგ ორ პირობას შორის:

  • ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი, რომელიც უნდა გაიცეს ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში, მგზავრობის როგორც შესრულებული, ისე შეუსრულებელი ნაწილ(ებ)ის ღირებულების ჩათვლით, თუ ფრენით მგზავრმა ვერ განახორციელა ის მიზანი, რაც დაგეგმილი ჰქონდა მგზავრობის დაწყებისას. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, მგზავრს უნდა მიეცეს გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნების საშუალება;
  • დანიშნულების ბოლო პუნქტამდე თანაბარი პირობებით ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა.

თუ ქალაქს ემსახურება რამდენიმე აეროპორტი და ავიაკომპანია სთავაზობს მგზავრს დაშვებას აეროპორტში, რომელიც განსხვავდება მგზავრის მიერ წინასწარ დაგეგმილი აეროპორტისგან, მგზავრის გადაადგილების ღირებულება ალტერნატიული აეროპორტიდან სხვა ნებისმიერ აეროპორტამდე, მთლიანად ეკისრება ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს მგზავრთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

უფასო მომსახურება:

  • კვება და გამაგრილებელი სასმელები;
  • საცხოვრებელი (სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი), იმ შემთხვევაში, თუ მგზავრმა უნდა გაატაროს მოლოდინში ერთი ან მეტი ღამე;
  • მგზავრობა აეროპორტიდან საცხოვრებელ ადგილამდე;
  • ორი სატელეფონო ზარით, ფაქსით, ტელეფაქსით ან ელექტრონული ფოსტით სარგებლობა.
    განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათი გამცილებლების და ბავშვების მოთხოვნებს, რომლებიც მგზავრობენ გამცილებლის გარეშე.

ფრენის გაუქმება

ფრენის გაუქმების შემთხვევაში, მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს ავიაკომპანიისგან:
ანაზღაურება ან ალტერნატიული მარშრუტი:

ავიაკომპანიამ მგზავრს უნდა მისცეს არჩევანის საშუალება შემდეგ ორ პირობას შორის:

  • ბილეთის ღირებულების ანაზღაურება იმ ფასით, რომლითაც ის იქნა შეძენილი, რომელიც უნდა გაიცეს ჯავშნით ან/და ბილეთით გათვალისწინებული ფრენის დღიდან შვიდი დღის განმავლობაში, მგზავრობის როგორც შესრულებული, ისე შეუსრულებელი ნაწილ(ებ)ის ღირებულების ჩათვლით, თუ ფრენით მგზავრმა ვერ განახორციელა ის მიზანი, რაც დაგეგმილი ჰქონდა მგზავრობის დაწყებისას. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პირველი შესაძლებლობისთანავე, მგზავრს უნდა მიეცეს გამგზავრების საწყის პუნქტამდე დაბრუნების საშუალება;
  • დანიშნულების ბოლო პუნქტამდე თანაბარი პირობებით ალტერნატიული მარშრუტის არჩევის შესაძლებლობა.
  • თუ ქალაქს ემსახურება რამდენიმე აეროპორტი და ავიაკომპანია სთავაზობს მგზავრს დაშვებას აეროპორტში, რომელიც განსხვავდება მგზავრის მიერ წინასწარ დაგეგმილი აეროპორტისგან, მგზავრის გადაადგილების ღირებულება ალტერნატიული აეროპორტიდან სხვა ნებისმიერ აეროპორტამდე, მთლიანად ეკისრება ავიაგადამზიდველს/მომსახურე ავიაგადამზიდველს მგზავრთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

ფრენის კომპენსაცია, კომპენსაცია ფრენებზე 600 ევრომდე