ტირტირი და კორეული სილამაზის ტრენდი – იდეალური და ბუნებრივად ბზინვარე კანი

კორეული კოსმეტიკა კანის დატენიანებასა და ჯანსაღი, ბუნებრივი იერის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ბოლო წლებია განსაკუთრებული პოპულარობით ერთი ბრენდი – ტირტირი სარგებლობს. ის სხვადასხვა პროდუქტს ქმნის. მათ შორის არის ტირტირი კუშონი და ტირტირი ტონერი. ერთი კანის ტონის გასათანაბრებლად და მაკიაჟისთვის გამოიყენება, მეორე კი ყოველდღიური რუტინის ნაწილია. 

ტირტირი – კორეული სილამაზის თანამედროვე მიდგომა

კორეული კანის მოვლის ერთ-ერთი ცნობილი ტენდენცია ე.წ. Glass Skin-ია. ამ ტერმინით გლუვ, დატენიანებულ და ბუნებრივად მბზინვარე კანს აღწერენ. ასეთი იერის მისაღებად მნიშვნელოვანია კანის რეგულარული მოვლა და მაკიაჟის სწორად შერჩევა.

კორეული ბრენდის ასორტიმენტში სხვადასხვა დანიშნულების პროდუქტებია. სახის მოვლისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ ტონერი, მაკიაჟისთვის კი კუშონი. პროდუქტები განსხვავებულ საჭიროებებს პასუხობს. ამიტომ არჩევისას კანის მდგომარეობა და სასურველი ეფექტი გაითვალისწინეთ.

ტირტირი კუშონი – თანაბარი ტონი და ბუნებრივი ბზინვარება

კუშონი კომპაქტურ შეფუთვაში მოთავსებული ტონალური საშუალებაა. მას სპეციალური ღრუბლით, მსუბუქი მოძრაობებით, სახეზე ინაწილებენ. მისი გამოყენება კანის ტონის გასათანაბრებლად და დღის განმავლობაში მაკიაჟის გასაახლებლად მოსახერხებელია.

MASK FIT Red Cushion მაღალი დაფარვით გამოირჩევა. ის ფარავს კანის მცირე ნაკლოვანებებს და ტონს ათანაბრებს. ფორმულა შეიცავს დამატენიანებელ კომპონენტებს. კანი გლუვ იერს ინარჩუნებს, ხოლო საფარი ბუნებრივად გამოიყურება. პროდუქტის ტექსტურა მსუბუქია და სწორად დატანის შემთხვევაში კანზე მძიმე ფენას არ ქმნის.

როგორ შევარჩიოთ კუშონის ფერი?

კუშონის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაფარვა, არამედ ფერიც. ტონი კანის ფერსა და ქვეტონს უნდა შეესაბამებოდეს. ყურადღება მიაქციეთ შეფუთვაზე მითითებულ კოდს. ასოები C, N და W, როგორც წესი, ცივ, ნეიტრალურ და თბილ ქვეტონებს აღნიშნავს.

თუ ორ ტონს შორის არჩევთ, პროდუქტი დღის ბუნებრივ განათებაზე შეადარეთ კანის ფერს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ კუშონის დაფარვა ფენების დამატებით შეგიძლიათ დაარეგულიროთ. კანზე მცირე რაოდენობით დატანა უფრო ბუნებრივი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

ტირტირი ტონერი – დატენიანება ყოველდღიურ რუტინაში

ტონერი სახის გაწმენდის შემდეგ გამოიყენება. მისი დანიშნულება კანის დატენიანება და შემდგომი მოვლისთვის მომზადებაა. სხვადასხვა ფორმულა განსხვავებულ საჭიროებაზეა გათვლილი.

Milk Skin Toner რძისებრი ტექსტურის მქონე დამატენიანებელი ტონერია. ის კანს ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. ფორმულაში შედის ნიაცინამიდი, ბრინჯის ქატოს ექსტრაქტი, კერამიდი და პანთენოლი. ეს კომპონენტები კანის დამცავი ბარიერის მხარდაჭერასა და უფრო ერთგვაროვანი იერის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

თუ მსუბუქი ტექსტურა გირჩევნიათ, Matcha Skin Toner შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის კანს ატენიანებს და ამშვიდებს. ფორმულა სიწითლისა და კანის არათანაბარი ტონის ვიზუალური ნიშნების შემცირებასაც უწყობს ხელს. 

როგორ ჩართოთ ტონერი ყოველდღიურ რუტინაში?

ტონერი დილით ან საღამოს, სახის გაწმენდის შემდეგ გამოიყენეთ. მცირე რაოდენობა ხელისგულებით ან ბამბის დისკით დაიტანეთ. ნაზად გადაინაწილეთ და დაელოდეთ შეწოვას. შემდეგ შეგიძლიათ შრატი და დამატენიანებელი კრემი გამოიყენოთ.

ტონერის შერჩევისას გაითვალისწინეთ კანის ტიპი და მთავარი საჭიროება. მშრალ ან გაუწყლოებულ კანს შესაძლოა უფრო მდიდარი ტექსტურა მოერგოს. მსუბუქი ფორმულა კი კომბინირებული კანისთვის იყოს შესაფერისი. მგრძნობიარე კანის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას და ახალ პროდუქტს თავდაპირველად მცირე უბანზე დააკვირდით.

კუშონის სწორად გამოყენების წესები

კუშონის გამოყენებისას მნიშვნელოვანია კანის წინასწარ მომზადება. მაკიაჟის დაწყებამდე სახე გაიწმინდეთ და გამოიყენეთ თქვენი კანისთვის შესაფერისი დამატენიანებელი. დღისით მზისგან დამცავი საშუალებაც დაიტანეთ. დაელოდეთ პროდუქტების შეწოვას. ასე კუშონის თანაბრად გადანაწილება გაგიადვილდებათ.

კუშონის ღრუბელზე მცირე რაოდენობის პროდუქტი აიღეთ. სახეზე მსუბუქი მოძრაობებით დაიტანეთ. განსაკუთრებით ფრთხილად იმოქმედეთ თვალების გარშემო და ცხვირთან. ამ ადგილებში პროდუქტი ადვილად შეიძლება დაგროვდეს. ნუ ეცდებით, თავიდანვე სქელი ფენა დაიტანოთ. დაიწყეთ თხელი ფენით და საჭიროების შემთხვევაში დაფარვა თანდათან გაზარდეთ.

თუ კანის გარკვეულ უბნებზე მეტი დაფარვა გჭირდებათ, კუშონი მხოლოდ ამ ადგილებზე დაამატეთ. ასე მაკიაჟი უფრო თანაბრად განაწილდება.

ზომიერება მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მაკიაჟის განახლებისასაც. თუ კანზე ზედმეტი ცხიმი გაჩნდა, ჯერ ნაზად მოიშორეთ ის სუფთა ხელსახოცით. შემდეგ საჭიროებისამებრ დაიტანეთ კუშონის მცირე რაოდენობა.

ასევე ყურადღება მიაქციეთ აპლიკატორის სისუფთავეს. რეგულარულად გაწმინდეთ ღრუბელი და სრულად გააშრეთ გამოყენებამდე. ეს მაკიაჟის ჰიგიენურად გამოყენებაში დაგეხმარებათ.

კუშონი და ტონერი – იდეალური მაკიაჟის მისაღებად

ტონერი და კუშონი სხვადასხვა დანიშნულებას ასრულებს. პირველი კანის მოვლის ეტაპზე გამოიყენება ხოლო, მეორე კი დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილია.

დილით სახის გაწმენდის შემდეგ გამოიყენეთ ტონერი და დამატენიანებელი კრემი. საჭიროების შემთხვევაში დაიტანეთ მზისგან დამცავი საშუალებაც. მაკიაჟი ამის შემდეგ გაიკეთეთ. კუშონი თხელ ფენად გადაინაწილეთ. თუ მეტი დაფარვა გჭირდებათ, მცირე რაოდენობა დამატებით დაიტანეთ.

პროდუქტების შერჩევისას გაითვალისწინეთ როგორც კანის მოვლის საჭიროებები, ისე სასურველი მაკიაჟის ეფექტი. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევარჩიოთ ტირტირის კუშონის ფერი?

შეადარეთ პროდუქტის ტონი კანის ბუნებრივ ფერსა და ქვეტონს. C ცივ, N ნეიტრალურ, ხოლო W თბილ ქვეტონს აღნიშნავს. საბოლოოდ პროდუქტის ფერი ბუნებრივ განათებაზე შეამოწმეთ.

რისთვის გამოიყენება ტირტირის ტონერი?

ტონერი სახის გაწმენდის შემდეგ გამოიყენება. ის კანის დატენიანებასა და შემდგომი მოვლისთვის მომზადებას უწყობს ხელს. კონკრეტული მოქმედება ფორმულაზეა დამოკიდებული.

შეიძლება თუ არა კუშონის ყოველდღიურად გამოყენება?

დიახ, კუშონი ყოველდღიური მაკიაჟისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეარჩიეთ კანისთვის შესაფერისი პროდუქტი და დღის ბოლოს მაკიაჟი კარგად მოიშორეთ.