Kvareli Lake Resort თუ სასტუმრო ქალაქის ცენტრში? როგორ შევარჩიოთ ადგილი შვებულების გასატარებლად კახეთში?

კახეთში შვებულების დაგეგმვისას სასტუმროს ადგილმდებარეობა ერთ-ერთი პირველი საკითხია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. არჩევანი ხშირად ორ ვარიანტამდე დადის: ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო, რომელიც ახლოს არის რესტორნებთან, მაღაზიებთან და სხვა ობიექტებთან თუ სასტუმრო ტბასთან, ისეთ ადგილას, სადაც სრულ იზოლაციასა და სრულყოფილ დასვენებას შეძლებთ.  

გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რას ელით მოგზაურობისგან და რა გსურთ – დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილის მონახულება და ქალაქში აქტიურად გადაადგილება, თუ რამდენიმე დღე სასტუმროს ტერიტორიაზე დარჩენა და დასვენებისთვის მეტი დროის დათმობა.

ამ არჩევანის გაკეთებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ სასტუმროს ინფრასტრუქტურას, კვების შესაძლებლობებს, გასართობ და დასასვენებელ სერვისებსა და სხვა პირობებს. მაგალითად, თუ დღის უმეტეს ნაწილს სასტუმროს გარეთ გაატარებთ, ცენტრალური მდებარეობა შესაძლოა უფრო პრაქტიკული იყოს. თუ მიზანი ბუნებაში ყოფნა და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული სერვისებით სარგებლობაა, ტბასთან მდებარე სასტუმრო უფრო შესაფერისი არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს. 

ამ მხრივ, ყვარლის ტბის რეზორტის (Kvareli Resort) მაგალითზე შესაძლებელია განვიხილოთ, რა განსხვავებაა ამ ორ ვარიანტს შორის. 

ინფრასტრუქტურისა და სერვისების შედარება: რა გხვდებათ ტბისპირა კომპლექსში და რა ქალაქში?

ტბისპირა კომპლექსები, როგორიცაა ყვარლის ტბის რეზორტი (Kvareli Resort Hotel) ვიზიტორებს სთავაზობს თვითკმარ სივრცეს, სადაც  დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და სერვისებით სარგებლობა ტერიტორიის დატოვების გარეშეა შესაძლებელი. ასეთ ლოკაციებზე სტუმრებს ხვდებათ დიდი, მოვლილი ტერიტორია, კერძო სასეირნო ზონები, ღია აუზები, სპორტული მოედნები, საბავშვო სივრცეები და კვების რამდენიმე ობიექტი. 

 

ამის საპირისპიროდ, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროები ხშირად მხოლოდ საბაზისო ინფრასტრუქტურაზეა ორიენტირებული – კომფორტულ ნომრებზე, კვებაზე და რამდენიმე დამატებით სერვისზე, სპორტული აქტივობებისა და გართობის სხვა შესაძლებლობისთვის კი სტუმარს სასტუმროს ტერიტორიის დატოვება უწევს. შესაბამისად, ეს ვარიანტი შეიძლება პრაქტიკული არჩევანი იყოს მათთვის, ვისაც აქტიურად გადაადგილება და ქალაქის სხვადასხვა ობიექტის მონახულება სურს.

კვება და გასტრონომიული არჩევანი

დასვენებისას კვება საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია და არჩევანი ტბისპირა რეზორტსა და ქალაქის ცენტრს შორის, ერთმანეთისგან ამ კუთხითაც მკვეთრად განსხვავდება. ყვარლის ტბის მსგავს კომპლექსებში სტუმრებს ადგილზევე ხვდებათ კვების რამდენიმე ობიექტი –  მათ შორის მთავარი რესტორანი, ღია ტერასები და ბარები, რომლებიც მომხმარებელს მრავალფეროვან მენიუს და ადგილობრივი თუ ევროპული სამზარეულოს კერძებს სთავაზობს. ამგვარ ლოკაციებზე რესტორნები ხშირად ტბის პანორამული ხედებითა და განსაკუთრებული გარემოთი გამოირჩევა. 

ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროებში კი კვების კუთხით ხშირად მხოლოდ საუზმეა შემოთავაზებული, სადილისა და ვახშმისთვის სტუმარს ქალაქში მდებარე ვარიანტებს შორის უწევს არჩევანის გაკეთება, რაც დამატებით დროსა და გადაადგილებას მოითხოვს. გარდა ამისა, ტურისტულ სეზონზე შესაძლოა საჭირო გახდეს რესტორნის წინასწარ დაჯავშნაც, განსაკუთრებით საღამოს საათებში, როცა მოთხოვნა მაღალია. 

Kvareli Lake Resort Booking: რა უპირატესობები აქვს ამ სასტუმროში ნომრის წინასწარ დაჯავშნას?

ყვარლის ტბის რეზორტზე ყველა ნომერს ერთნაირი მდებარეობა და ხედი არ აქვს – ნომრებიდან იშლება ტბის, მთებისა და ალაზნის ველის პანორამა. ჯავშნის ადრეულ ეტაპზე გაფორმებისას კი სტუმარს შესაძლებლობა აქვს, მხოლოდ ნომრის კატეგორია კი არა, სასურველი მდებარეობაც წინასწარ შეარჩიოს.

ადრეული ჯავშანი განსაკუთრებით აქტუალურია სეზონზე. მაგალითად, შემოდგომაზე, რთველის პერიოდში, კახეთის მიმართულებით მოთხოვნა ტრადიციულად იზრდება და რეზორტზე სასურველი ნომრის პოვნა შესაძლოა უფრო გართულდეს. ამასთან, კონკრეტულ პერიოდში მოქმედი შეთავაზებებისა და დამატებითი პირობების წინასწარ გაცნობით სტუმარს შეუძლია ისეთი ვარიანტი შეარჩიოს, რომელიც მის გეგმებსა და ბიუჯეტს უკეთ შეესაბამება. ამიტომ, თუ უკვე იცით მოგზაურობის თარიღები და თქვენთვის კონკრეტული ხედი, ნომრის ტიპი ან დამატებითი პირობა მნიშვნელოვანია, დაუკავშირდით რეზორტის ადმინისტრაციას (577 11 07 15 ან 032 2 30 50 90), გადაამოწმეთ თქვენთვის სასურველი პირობები და დაჯავშნის დეტალები.