სასტუმროები კახეთში და ყვარლის ტბის რეზორტის ახალი საბავშვო გასართობი ზონა: მეტი მხიარულება პატარა სტუმრებისთვის

ყვარლის ტბის რეზორტს ოჯახური დასვენების კონცეფცია ახალ ეტაპზე გადაჰყავს. რეზორტმა ოფიციალურად გახსნა სპეციალიზებული საბავშვო გასართობი და შემეცნებითი ზონა, რომელიც პატარა სტუმრების განვითარებასა და მხიარულებაზეა ორიენტირებული. დღეს სასტუმროები კახეთში, რომლებიც ამ დონის შემეცნებით აქტივობებს, ფსიქოლოგთა ჩართულობასა და ბავშვებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას ერთდროულად გვთავაზობენ, არც ისე ბევრია. ამ კუთხით კი ყვარლის ტბის რეზორტი ცალსახად გამონაკლისია  – აქ შექმნილია სივრცე, სადაც ბავშვების თავისუფალი დრო ფსიქოლოგებისა და პროფესიონალი ანიმატორების მეთვალყურეობის ქვეშ, შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებში იხარჯება.

განვითარებაზე ორიენტირებული თამაშები და პროფესიონალური მიდგომა

თუ სასტუმროები კახეთში ძირითადად მხოლოდ სტანდარტულ სერვისებზე არიან ფოკუსირებულნი, ეს რეზორტი მომხმარებელს დამატებით ღირებულებას სთავაზობს. საბავშვო ზონაში დაგეგმილი აქტივობები მიმართულია ბავშვების ქცევითი და ემოციური განვითარების მხარდაჭერაზე. ფსიქოლოგის მეთვალყურეობით დაგეგმილი პროგრამები, როგორიცაა ქვიშის თერაპია – სენსორული თამაში, რომელიც კონცენტრაციასა და მოტორულ უნარებს ავითარებს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ამას ემატება შემოქმედებითი დავალებები და გუნდური თამაშები.

გარდა სტრუქტურირებული აქტივობებისა, ეს სივრცე ბავშვებს თავისუფლად თამაშის შესაძლებლობასაც აძლევს.  პროცესში ჩართული პერსონალი აქ მუდმივად აკვირდება გარემოს და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად ეხმარება თითოეულ ბავშვს, რაც საერთო გამოცდილებას უფრო უსაფრთხოსა და დაბალანსებულს ხდის.

ყვარლის ტბა: სასტუმრო, რომელიც სეზონური ღონისძიებებითა და თემატური პროგრამებით გამოირჩევა

საბავშვო სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სეზონური ღონისძიებები, რომლებიც პატარების ყოველდღიურობას ამრავალფეროვნებს. მაგალითად, სააღდგომო კვირეულის პერიოდში ბავშვები ორცხობილის მოხატვაში დახელოვნდნენ  და როგორც შემდგომ თვითონვე აღნიშნეს, ეს აქტივობა ერთდროულად შემოქმედებითიც იყო და სახალისოც. სწორედ ასეთი ღონისძიებებით ცდილობენ სასტუმროები კახეთში და განსაკუთრებით ყვარლის ტბის რეზორტი, ოჯახებს დასვენების უფრო საინტერესო გამოცდილება შესთავაზონ.

ანალოგიური ფორმატის ღონისძიება იყო კერამიკის ვორკშოპი, რომელიც ასევე სააღდგომო კვირეულის ფარგლებში, ანიმატორების ხელმძღვანელობით ჩატარდა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ხელით შეექმნათ მცირე კერამიკული ნაკეთობები. ეს გამოცდილება მათთვის ერთი შეხედვით გასართობი ფორმატი იყო, რომელმაც პრაქტიკაში მოტორიკის განვითარებასა და წარმოსახვის უნარის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

სეზონური ღონისძიებები ამ კონტექტსში გულისხმობს იმას, რომ საბავშვო პროგრამა არ არის ერთფეროვანი. ის დროის, თემატიკისა და სტუმრების ასაკობრივი საჭიროებების მიხედვით იცვლება. ეს დინამიკა კი ქმნის განცდას, რომ ყოველი ვიზიტი განსხვავებული გამოცდილებაა, თუნდაც ოჯახი რეზორტს წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობდეს. 

უსაფრთხო და სტრუქტურირებული გარემო ბავშვებისთვის

საბავშვო ზონის დაგეგმვისას ერთ-ერთი მთავარი პრინციპი უსაფრთხოება იყო. სივრცე ისეა მოწყობილი, რომ ბავშვის თავისუფალი გადაადგილება ბუნებრივად არის მოქცეული ერთგვარ ჩარჩოებში, თუმცა ისეთი საზღვრებით, რომლებიც არ ზღუდავს თამაშის დინამიკას და ამავდროულად მშობელს მუდმივი ზედამხედველობის საჭიროებისგანაც ათავისუფლებს. ანიმატორებისა და ფსიქოლოგების მუდმივი ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ საბავშვო ზონა მეთვალყურეობის გარეშე არასდროს რჩება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვი დამოუკიდებლად პირველად ერთვება ამგვარ აქტივობებში.

სტრუქტურირებული მიდგომა ამ შემთხვევაში ნიშნავს წინასწარ გააზრებულ პროცესს, სადაც გათვალისწინებულია ასაკობრივი ჯგუფები, მონაწილეთა რაოდენობა და აქტივობის ხასიათი. შედეგად, ბავშვი პროცესში აქტიურად ერთვება და მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლში არ რჩება. რაც შეეხება პერსონალს, მათი ფუნქცია აქ ერთი მხრივ, აქტივობების ორგანიზება და წარმართვაა, მეორე მხრივ კი თითოეული ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური მხარდაჭერის შეთავაზება.

დაჯავშნეთ ვიზიტი და თავად აღმოაჩინეთ ახალი საბავშვო სივრცე ყვარლის ტბის რეზორტზე

ოჯახური დასვენების დაგეგმვისას ხშირად დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს იმის გარკვევა, თუ რომელი ვარიანტი პასუხობს რეალურად როგორც ბავშვის, ისე მშობლის საჭიროებებს. ახალი საბავშვო გასართობი ზონის გახსნით ყვარლის ტბის რეზორტმა ეს არჩევანი მნიშვნელოვნად გაამარტივა. როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, დღეს სასტუმროები კახეთში იშვიათად სთავაზობენ დამსვენებელს ასეთ სრულყოფილ პაკეტს ბავშვებისთვის, ეს სასტუმრო კი ამ მხრივ ცალსახად გამორჩეულია.