კბილის ცირკონი – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი კბილი ხანგრძლივი შედეგისთვის

გაბზარულ და დაზიანებულ კბილს შეუძლია, რომ თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ამიტომაც, ხშირად, გადამწყვეტი მნიშვნელობა სტომატოლოგთან დროულ კონსულტაციას ენიჭება. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ სრულყოფილ აღგენას ვერც ერთი მასალა ვერ უზრუნველყოფს ან თავდაპირველად, სერვისის ღირებულება გაინტერესებდეთ. 

 

გჭირდებათ მასალა, რომელშიც სიმტკიცე და ესთეტიკა ერთიანდება, თანაც ხანგრძლივად გამოიყენებთ? – ასეთი არის ცირკონი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სტომატოლოგიის ოქროს სტანდარტი. 

მეტიც, ხშირად ცირკონის გვირგვინი გამოიყენება არა მხოლოდ დაზიანებული ან დასუსტებული კბილის აღსადგენად, არამედ იმ შემთხვევებშიც, როდესაც ადრე ჩატარებული იმპლანტაცია ხარისხიან რეკონსტრუქციას მოითხოვს. 

მასალის – ცირკონი კბილი იდეალურია პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც სილამაზე და გამძლეობა ერთნაირად მნიშვნელოვანია. 

რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საყურადღებოა ვის ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას. თბილისში არსებობს კლინიკა Smile studio, რომლის ექიმებიც თქვენს ღიმილზე იზრუნებენ. 

რა არის ცირკონი და რატომ არის ასეთი მოთხოვნადი? 

ცირკონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მასალაა. მას ხშირად „თეთრ ფოლადსაც“ უწოდებენ, რადგან მეტალის სიმტკიცესა და ფაიფურის ესთეტიკურ სილამაზეს აერთიანებს.

ცირკონიუმის დიოქსიდი ბუნებაში მინერალის სახით გვხვდება. სტომატოლოგიური მიზნებისთვის მას სპეციალური ტექნოლოგიით ამუშავებენ, რის შედეგადაც თეთრი ფერის, უკიდურესად მყარი კარკასი მიიღება. ის ძველებული მეტალო-კერამიკისგან განსხვავდება, რადგან მეტალს არ შეიცავს და მთლიანად თეთრია. 

შეიძლება ითქვას, რომ ცირკონის პოპულარობას 5 ძირითადი უპირატესობა განაპირობებს. 

პირველი, ეს არის ესთეტიკური მხარე –  ცირკონი სინათლეს, ჩვეულებრივი კბილის მსგავსად, ატარებს, რაც მას ბუნებრივ იერს ანიჭებს. დროთა განმავლობაში, მეტალო-კერამიკის გვირგვინების შემთხვევაში, ღრძილთან მუქი ან შავი ზოლები ჩნდება. ცირკონის გამოყენებისას ეს გამორიცხულია, რადგან ის მთლიანად თეთრი ფერისაა. 

ბიოთავსებადობა და ანტიალერგიულობა – ეს მასალა იდეალური გამოსავალია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მეტალებზე ალერგიულები არიან. 

სიმტკიცე და გამძლეობა – ცირკონი 5-ჯერ უფრო მყარია, ვიდრე ჩვეულებრივი ფაიფური ან კერამიკა. ის ღეჭვის დატვირთვას უძლებს, ამიტომ, მისი გამოყენება თამამად შეიძლება როგორც წინა, ისე საღეჭ (უკანა) კბილებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მასალა იშვიათად ტყდება ან იბზარება.

სიზუსტე (CAD/CAM ტექნოლოგია) – მასალის – ცირკონი კბილი კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე მზადდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კბილი თავის ადგილას იდეალურად ჯდება და გვირგვინის ქვეშ ბაქტერიების შეღწევასა თუ მის გაფუჭებას გამორიცხავს. 

თერმოიზოლაცია – ცირკონი ცუდი თერმოგამტარია. მას შეუძლია კბილი ცხელი ან ცივი საკვების მიღებისას უსიამოვნო შეგრძნებებისგან დაიცვას. 

როგორ უნდა აარჩიოთ ხარისხიანი ცირკონი კბილი? 

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცედურა ისეთ კლინიკაში უნდა ჩაიტაროთ, სადაც თანამედროვე აპარატურა და პროფესიონალი ექიმები არიან. სრულყოფილ შედეგს სწორედ ეს განსაზღვრავს. სტომატოლოგის გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როდესაც იმპლანტზე გვირგვინი უნდა დაფიქსირდეს. 

გარდა ამისა, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მასალას. მაღალი ხარისხის ცირკონი უფრო გამძლეა და კბილის ფერს ბუნებრივად ერწყმის. ასევე, მნიშვნელოვანია ლაბორატორიის ტექნოლოგიური შესაძლებლობებიც. ეს სიზუსტესა და კომფორტს უზრუნველყოფს. 

საბოლოოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყურადღების ღირსი არა მხოლოდ მასალის – ცირკონი ფასი, არამედ სხვა საკითხებიცაა. მაგალითად, როგორიც არის ხარისხი, კლინიკის გამოცდილება და ექიმების პროფესიონალიზმი. 

ცირკონი ფასი და მასზე მოქმედი ფაქტორები

ცირკონი კბილი გამძლე და ბუნებრივია. ამიტომაც, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი პაციენტი ირჩევს. რა თქმა უნდა, ეს მასალა საქართველოშიც ხელმისაწვდომია. პროცედურას კლინიკა Smile studio-ში გამოცდილი ექიმები ატარებენ, რომლებიც თქვენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. 

 

რაც შეეხება ღირებულებას, ამას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ფასი შესაძლოა ცვალებადი და ხშირად, მზარდიც იყოს. 

 

ამ დროს, მნიშვნელობა ენიჭება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ექიმის კვალიფიკაცია, კლინიკის გამოცდილება, მასალის ხარისხი და სხვა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ, საჭიროა დამატებითი პროცედურების ჩატარება, რაც ფასს კიდევ უფრო ზრდის ხოლმე.