საქართველოში მცხოვრებთათვის, მოგზაურობა სხვადასხვა მიმართულებით დღეს უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე. თბილისი, ქუთაისი და ბათუმი – ეს სამივე აეროპორტი მომხმარებელს სთავაზობს ავიაბილეთების ფართო არჩევანს, როგორც ევროპული, ასევე ახლო აღმოსავლური მიმართულებებით.
პოპულარული ევროპული მიმართულებები
ევროპა კვლავ რჩება ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად. ყველაზე ხშირად მგზავრები ირჩევენ ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ვენა, მილანი, ბერლინი, პარიზი, ბუდაპეშტი და რომი. ამ მიმართულებების პოპულარობა განპირობებულია როგორც ტურისტული მიმზიდველობით, ისე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ფართო ქსელით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრია საქართველოში. აქედან ფრენებს ასრულებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Wizz Air და Georgian Wings, რაც შესაძლებელს ხდის ევროპის მრავალი ქალაქის იაფად მონახულებას. მაგალითად, ავიაბილეთები ქუთაისიდან ვილნიუსში, ბუდაპეშტში ან ბერლინში ხშირად 100 ლარზე ნაკლებიც კი ღირს, თუ წინასწარ დაჯავშნით.
ევროპული თუ აღმოსავლური მიმართულებებისა, ბევრ მოგზაურს აინტერესებს თბილისიდან მოსკოვში გამგზავრება. თბილისი მოსკოვი ფრენები ხორციელდება პირდაპირი რეისით, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია ბიზნეს ან ოჯახური ვიზიტებისთვის.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან პირდაპირი რეისებია წამყვანი ავიაკომპანიების მეშვეობით, მათ შორისაა Lufthansa, LOT Polish Airlines, Aegean Airlines და სხვები, რომლებიც უფრო კომფორტულ ფრენებს და გადაადგილების მოქნილ ვარიანტებს სთავაზობენ მგზავრებს.
ფრენები თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მრავალმიზნობრივი მიმართულებებია – ზოგი მანდ დამსვენებლად მიემგზავრება, ზოგი კი გადაჯდომისთვის.
Turkish Airlines თბილისსა და ბათუმს აკავშირებს სტამბოლთან, რაც უზრუნველყოფს მთელ მსოფლიოში ფრენების გაგრძელებას ერთი გადაჯდომით.
Pegasus Airlines იაფიანი ფრენების მოყვარულთათვის საუკეთესო არჩევანია. ის ქუთაისიდან და თბილისიდან ასრულებს ფრენებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში.
Flydubai კი თბილისს აკავშირებს დუბაისთან პირდაპირი რეისით, რაც მოსახერხებელია არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ საქმიანი მგზავრებისთვისაც.
რჩევები იაფი ავიაბილეთების შესაძენად
თუ გსურთ ბიუჯეტის დაზოგვა და მაინც იმოგზაუროთ სასურველ ქალაქში, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- დაჯავშნეთ წინასწარ – რაც უფრო ადრე დაჯავშნით ბილეთს, მით მაღალია შანსი იაფად შეიძინოთ ის. ხშირად 1-2 თვით ადრე დაჯავშნა საუკეთესო ფასებს იძლევა.
- იყავით მოქნილი თარიღებში – თარიღების მცირე ცვლილება, განსაკუთრებით უქმეებიდან სამუშაო დღეებზე გადანაცვლება, მნიშვნელოვნად შეამცირებს ფასს.
- გამოიყენეთ ავიაბილეთების ძიების სისტემები – საიტები, როგორიცაა Skyscanner, Aviasales ან Google Flights, გაძლევთ საშუალებას ფასები სხვადასხვა ავიაკომპანიაში შეადაროთ და იპოვოთ ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი.
- შეამოწმეთ ბარგის პოლიტიკა – დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებში ბილეთის იაფ ფასთან ერთად ხშირად მხოლოდ ხელბარგია გათვალისწინებული, ამიტომ თუ მეტი ბარგი გაქვთ, წინასწარ გაარკვიეთ დამატებითი საფასური.თბილისი მოსკოვის მიმართულებითაც სრულდება პირდაპირი რეისები.