ქუთაისის აეროპორტი
არაოფიციალური ვებგვერდი

5 ავიაკომპანია

5 მილიონი მგზავრი

32 მიმართულება

24/7 სერვისი

ქუთაისის აეროპორტი

საქართველოში სულ მდებარეობს 3 საერთაშორისო აეროპორტი, მათგან ერთ-ერთია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. იგი ასევე ცნობილია, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ან კოპიტნარი. ქალაქ ქუთაისს აეროპორტამდე აშორებს 14 კილომეტრი, თბილისიდან მანძილი 200 კილომეტრია, ხოლო ბათუმიდან 106 კილომეტრი. ქუთაისის აეროპორტი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მისი ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2600 მეტრია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აეროპორტმა ფუნქციონირება განაგრძო. გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი და ავიაკომპანია Wizz Air -ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. ამ აეროპორტის მიზანია შექმნას კონკურენტული გარემო, ხელმისაწვდომი ფასები ბილეთებზე, რომ საქართველო გახდეს მეტად აქტიური ტურისტული ზონა და საშუალება მისცეს ადგილობრივ მგზავრებს იმოგზაურონ სხადასხვა მიმართულებით რაც შეიძლება დაბალ ფასად.

kutaisis aeroporti

ავიაკომპანიები

WizzAir

Belavia

flyaristan

image/svg+xml

PEGASUS

უპირატესობები და სერვისები

Kutaisi aeroporti აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით. აღნიშნული აეროპორტიდან რეისებს ასრულებს Wizz Air ევროპის მიმართულებით, Pegasus Airlines სტამბოლის მიმართულებით, Red Wings რუსეთის მიმართულებით, Belavia ბელარუსის მიმართულებით. ადგილმდებარეობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში საკვანძო მნიშვნელობის მატარებელია. ამ აეროპორტიდან ნებისმიერ ამინდში შესაძლებელია რეისის მართვა. აეროპორტს შეუძლია ერთდროულად 600 მგზავრს მოემსახუროს, მიიღოს ორი და გაამგზავროს სამი რეისი. 2012 წელს, აეროპორტის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა. ძირითადად ეს Wizz Air- ის ფრენების დამსახურებაა ქუთაისიდან პოლონეთისა და უკრაინის აეროპორტების მიმართულებით. აეროპორტში როგორც ჩამოფრენის ასევე გაფრენის დარბაზებში ფუნქციონირეობს კაფეტერია.რაც შეეხება ტრანსპორტს, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა სატრანსპორტო გადაყვანას საქართველოს სამი ძირითადი ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) მიმართულებით, ახორციელებს ახორციელებს ორი კომპანია - Georgian Bus და Omnibus Express. ტრანსპორტირების განრიგი აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, მორგებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიარეისების განრიგზე.ტაქსი - აეროპორტის ტერმინალის შენობის გასასვლელთან არის A2B/“Georgian Bus“-ის ტაქსის სადგომი.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მომხმარებლებს სთავაზობს 24/7 პარკინგის მომსახურებას: ავტოსადგომი მოიცავს 124 ავტომობილის სადგომს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებს.

ჩვენ შესახებ

ჩვენ გთავაზობთ იაფ ავიაბილეთებს, გადაჯდომით რეისებს და უფასო Check-in -ს, რომლის მეშვეობით თავიდან აიცილებთ ადგილზე, აეროპორტში, გადასახდელ დამატებით ხარჯს. აქვე გთავაზობთ ავიაბილეთების კალენდარს, რომელიც გვეხმარება მარტივად, ერთ სისტემაში, ვნახოთ ქუთაისის აეროპორტი -დან ყველა იაფი ავიაბილეთის ღირებულება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უბრალოდ ვირჩევთ დანიშნულების ადგილს და სისტემა ავტომატურად გვთავაზობს იაფ ავიაბილეთებს.

სიახლეები