ქუთაისის აეროპორტის შესახებ

ქუთაისის აეროპორტი

საქართველოში სულ მდებარეობს 3 საერთაშორისო აეროპორტი, მათგან ერთ-ერთია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. იგი ასევე ცნობილია, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ან კოპიტნარი. ქალაქ ქუთაისს აეროპორტამდე აშორებს 14 კილომეტრი, თბილისიდან მანძილი 200 კილომეტრია, ხოლო ბათუმიდან 106 კილომეტრი. ქუთაისის აეროპორტი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მისი ასაფრენი ბილიკის სიგრძე 2600 მეტრია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აეროპორტმა ფუნქციონირება განაგრძო. გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი და ავიაკომპანია Wizz Air -ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. ამ აეროპორტის მიზანია შექმნას კონკურენტული გარემო, ხელმისაწვდომი ფასები ბილეთებზე, რომ საქართველო გახდეს მეტად აქტიური ტურისტული ზონა და საშუალება მისცეს ადგილობრივ მგზავრებს იმოგზაურონ სხადასხვა მიმართულებით რაც შეიძლება დაბალ ფასად.

KutaisiAirport.ge